ამ მომენტში სრული საერთაშორისო სტანდარტებით გვაქვს მთელი ტურისტული ინფარასტრუქტურა კოლხეთის ეროვნულ პარკსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რამდენიმე კვირაში ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ასევე, თუშეთის ეროვნული პარკი...
აჯამეთის ნაკძალი - მდებარეობს ბაღდათის რაიონში, ქუთაისიდან 15 კმ-ზე. აქ კარგადაა შემონახული კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყე. აჯამეთის ნაკრძალში ცხოველებიდან გვხვდება შველი, მელა, კვერნა, ციყვი, კურდღელი და ა.შ. იგი ყველაზე ტყიანი ნაკრძალია საქართველოშ, რომელიც შეიქმნა 1946 წელს რელიქტური მცენარეების დაცვის მიზნით.

მტირალას ეროვნული პარკი - შეიქმნა 2006 წელს. მდებარეობს აჭარაში. მთა მტირალა ევროპაში ყველაზე ნალექიანი ადგილია. პარკში ვხვდებით რელიეფის მრავალნაირ ფორმას, ჭორომებიან მდინარეებსა და ჩანჩქერებს, წითელმიწებსა და ყვითელმწებს... მტირალა ეროვნული პარკი ველური ბუნების მსოფლიო ხელშეწყობით, ძალიან მოხერხებულ არეალშია შექმნილი. იგი აჭარის საზღვაო კურორტების მიჯნაზე მდებარეობს, რაც ზრდის მის რეკრეაციულ დანიშნულებას...
