Saturday, June 9, 2012

კახეთის ისტორია

III-IV სს. მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო, ხოლო IV ს.-ის დამდეგიდან კახეთის ცენტრად მეფე მირიანმა უჯარმაში გადმოიტანა. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება.

VIII ს. წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX საუკუნიდან მისი საზღვრები გაფართოვდა დასავლეთით ქართლისაკენ მდ. ქსნამდე, აღმოსავლეთით ჰერეთისაკენ; ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა, ასე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი მის ფარგლებში შევიდა, ხოლო სამხრეთით ძველი ქართული პროვინციალ, გარდაბანი X ს. შუა წლებამდე ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა.

IX-X სს. კახეთი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.
XI-XII სს. მიჯნაზე კახთა ქორეპისკოპოსი კვირიკე III განუდგა საქართველოს მეფეს, "დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა". XII ს. დავით აღმაშენებელმა კახეთის სამეფო საქართველოს შემოუერთა.

XV ს. საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო (გვიანდელი). ამ დროისათვის კახეთის სამეფოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გრემი იყო, მოგვიანებით (გრემის განადგურების შემდეგ) კი თელავი.
კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.
 
ახეთის, ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოს მიაწერს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბა
მდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა.
კახეთის ცენტრი ახ.წ. III-IV სს-ის მიჯნამდე ბერ-ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ამ დროისათვის მეფე ასფაგურმა ააშენა ქ. უჯარმა, ხოლო მეფე მირიანმა IV ს-ის დამდეგს იგი კახეთკუხეთის ცენტრად აქცია. XI ს-ში მხარის დედაქალაქად ქ. თელავი იქცა.
VIII ს-ში კახეთის დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX ს-ში კახეთი შიდა ქართლის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა მდ. ქსნამდე. კახეთში შედიოდა ხევი ანუ წანარეთი, თუშეთი, ფხოეთი (ფშავ-ხევსურეთი), ასევე დურძუკეთი და ღლიღვეთი. ქართულ წყაროებში ეს ტერიტორია მოხსენიებულია როგორც “მთიულეთი კახეთისა”.
IX-X სს-ში საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში კახეთი აქტიურად იყო ჩაბმული. ამ პერიოდში გაერთიანდა კახეთ-კუხეთ-გარდაბანი, X ს-თვის კი უკვე შეიქმნა პირობა კახეთ-ჰერეთის კვლავ შეერთებისა. ერთიანი საქართველოს დროს კახეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული იყო.
XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო. მისი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ამ დროისათვის ახალი აშენებული ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი გრემი იყო, თუმცა შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად (1614-1617 წწ.) ქ. გრემი განადგურდა და კახეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა ცენტრმა კვლავ თელავში გადაინაცვლა. კახეთის სამეფო XIX ს-მდე არსებობდა.